კავკასიოლოგთა III საერთაშორისო
ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი
(2026 წლის 19-21 ოქტომბერი)
კავკასიოლოგთა საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი დაფუძნდა 2022 წელს თსუ პროფ. მერაბ ჩუხუას ინიციატივით. კონგრესი ფართო მასშტაბისაა და მასპინძლობს 200-მდე მონაწილეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ძირითადად — კავკასიის რეგიონიდან.
კონგრესის მიზანია, კომპლექსურად წარმოადგინოს კავკასიის ლინგვისტური, ანთროპოლოგიური, კულტურულ-ისტორიული პორტრეტი არქაული პერიოდებიდან თანამედროვე ვითარებამდე.
სამეცნიერო ფორუმი მუშაობს შემდეგი მიმართულებებით:
- იბერიულ-კავკასიურ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის აქტუალური საკითხები. ისტორიულ-შედარებითი, აღწერითი და არეალურ-ტიპოლოგიური კვლევები;
- კავკასიის ანთროპოლოგია;
- კავკასიის ისტორია და წყაროთმცოდნეობა;
- ისტორიული გეოგრაფიისა და დემოგრაფიის საკითხები;
- კავკასიის პალეოგრაფია;
- ქართულ-კავკასიურ ურთიერთობათა ისტორიულ-ფილოლოგიური ასპექტები;
- ლიტერატურათმცოდნეობა და ლიტერატურის ისტორია;
- კავკასიის არქეოლოგიური კულტურები;
- კულტურის ისტორია;
- კავკასიის ხელოვნებათმცოდნეობა და ხელოვნების ისტორია;
- კავკასიის ჰერალდიკა და ნუმიზმატიკა.

სარეგისტრაციო ფორმა
კავკასიოლოგთა III საერთაშორისო
ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი
(2026 წლის 19-21 ოქტომბერი)
ყოველ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება, სურვილისამებრ, შექმნას საავტორო პანელი.
კონგრესზე მუშაობს სტუდენტთა სპეციალური სექციაც (ბაკალავრი მესამე კურსიდან და ზემოთ, მაგისტრი/მაგისტრანტი, დოქტორანტი).
სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური და რუსული.
კონგრესი ტარდება ჰიბრიდული ფორმატით.
კავკასიოლოგთა II საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი
2023 წლის 17-19 ოქტომბერი
კავკასიოლოგთა I საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი
2022 წლის 14-16 ნოემბერი
