Международный лингвистческо-антропологический конгресс кавказоведов

Международный лингвистическо-антропологический конгресс кавказоведов основан в 2022 году по инициативе ппрофессора ТГУ Мераба Чухуа. Конгресс является масштабным научным форумом и собирает около 200 участников из разных стран мира, в основном из Кавказского региона.

კონგრესის მიზანია, კომპლექსურად წარმოადგინოს კავკასიის ლინგვისტური, ანთროპოლოგიური, კულტურულ-ისტორიული პორტრეტი არქაული პერიოდებიდან თანამედროვე ვითარებამდე.

სამეცნიერო ფორუმი მუშაობს შემდეგი მიმართულებებით:

  • იბერიულ-კავკასიურ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის აქტუალური საკითხები. ისტორიულ-შედარებითი, აღწერითი და არეალურ-ტიპოლოგიური კვლევები;
  • კავკასიის ანთროპოლოგია;
  • კავკასიის ისტორია და წყაროთმცოდნეობა;
  • ისტორიული გეოგრაფიისა და დემოგრაფიის საკითხები;
  • კავკასიის პალეოგრაფია;
  • ქართულ-კავკასიურ ურთიერთობათა ისტორიულ-ფილოლოგიური ასპექტები;
  • ლიტერატურათმცოდნეობა და ლიტერატურის ისტორია;
  • კავკასიის არქეოლოგიური კულტურები;
  • კულტურის ისტორია;
  • კავკასიის ხელოვნებათმცოდნეობა და ხელოვნების ისტორია;
  • კავკასიის ჰერალდიკა და ნუმიზმატიკა.

სარეგისტრაციო ფორმა

კავკასიოლოგთა III საერთაშორისო
ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი
(2026 წლის 19-21 ოქტომბერი)

ყოველ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება, სურვილისამებრ, შექმნას საავტორო პანელი.

კონგრესზე მუშაობს სტუდენტთა სპეციალური სექციაც (ბაკალავრი მესამე კურსიდან და ზემოთ, მაგისტრი/მაგისტრანტი, დოქტორანტი).

სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური და რუსული.

კონგრესი ტარდება ჰიბრიდული ფორმატით.

ru_RURussian