სტუდენტთა კავკასიოლოგიური კონფერენცია

სტუდენტთა კავკასიოლოგიური კონფერენცია ყოველწლიური მულტიდისციპლინური სამეცნიერო ფორუმია, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი მართავს.

კონფერენცია დაფუძნდა 2022 წელს თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ მერაბ ჩუხუას ინიციატივით. კონფერენციის ძირითადი ორგანიზატორია ინსტიტუტის კურსდამთავრებული ქეთევან საყევარაშვილი.

სტუდენტთა კავკასიოლოგიური კონფერენცია წარმოადგენს იმ ხედვის პრაქტიკულ განხორციელებას, რომელიც ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში იბერიულ-კავკასიური საენათმეცნიერო სკოლის ფუძემდებელს, აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას ჰქონდა კავკასიელი მკვლვრების ერთ სამეცნიერო ფორუმზე გაერთიანებასთან დაკავშირებით. დღეს რეგიონის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები რეგულარულად მონაწილეობენ თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში, მათი მოწაფეები კი წარდგებიან სტუდენტთა კავკასიოლოგიურ კონფერენციაზე.

2023 წლიდან კონფერენცია საერთაშორისოა. მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ისე დისტანციურ რეჟიმში.

მოხსენებათა მასალები გამოიცემა ელექტრონულად.


ჩვენი მიზანია, საშუალება მივცეთ სტუდენტებს, გაუზიარონ ერთმანეთს ხედვა და გამოცდილება და განივითარონ უნარები სასწავლო სილაბუსების ფარგლებს მიღმა. ამის მისაღწევად შევქმენით სამეცნიერო ფორუმი, რომელსაც დაეფუძნება ახალგაზრდა მკვლევრების პირადი და პროფესიული ურთიერთობები.


ჩვენი ორიენტირებულნი ვართ, წარმოვაჩინოთ პერსპექტიული სტუდენტები, რომლებიც შექმნიან კავკასიოლოგიის პროგრესირებად მომავალს.


კონფერენციის მთავარი ღირებულებებია:

  • განვითარება;
  • ხელმისაწვდომობა;
  • ურთიერთდაფასება;
  • დარგის ცნობადობის გაზრდა.

  • წარმოდგენილი მოხსენებების ორიგინალურობა;
  • საკვლევ თემათა მრავალფეროვნება;
  • კონფერენციის მსვლელობისას მიღებული გამოცდილება;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ჩართულობა.

სტუდენტთა III კავკასიოლოგიური კონფერენცია ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. აუდიტორიები და განრიგი მითითებული იქნება კონფერენციის პროგრამაში.

სტუდენტებს, რომელთაც კონფერენციაზე დასასწრებად სურთ სამუშაო ადგილიდან გათავისუფლება, დაეგზავნებათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.


მისამართი: 0179 თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №19, III სადარბაზო, მე-4 სართული, არნოლდ ჩიქობავას კაბინეტ-მუზეუმი

ტელ.: +995 599 700 317 (საკონტაქტო პირი: ქეთევან საყევარაშვილი)

ელ. ფოსტა: student.caucasology@tsu.ge

ნაშრომის უარყოფა

ავტორს დაუბრუნდება ხელნაწერი რედაქციიდან, თუ მასალები არ შეესაბამება კონფერენციის მოთხოვნებს (იხ. საინფორმაციო წერილი).

ეთიკური ნორმები

ეთიკური ნორმების დარღვევა (მაგ. პლაგიატი) მიუღებელია.

მასალების ხელმისაწვდომობა

კრებულში გამოქვეყნებული მასალები ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტში.

დამოუკიდებელი გავრცელება

ავტორებს აქვთ უფლება, დამოუკიდებლად გაავრცელონ საკუთარი საკონფერენციო მასალები და გამოაქვეყნონ მოხსენების ტექსტი.

დაუმუშეავებელი მონაცემები

კვლევისას მოპოვებული მონაცემები (მაგ., სტატისტიკა) შესაძლებელი იყოს წარმოდგენილი სურვილისამებრ, დამატებითი ფაილ(ებ)ის სახით.

ელექტრონული წყაროები

საჭიროებისამებრ, ხელნაწერში უნდა იყოს მითითებული გამოყენებულ ლიტერატურასთან და წყაროებთან წვდომის საშუალებები, მაგ.: ბმული, DOI და მისთ.

პრეზენტაცია

კონფერენციის ბრენდირებული სლაიდშოუს შაბლონის მისაღებად დაუკავშირდით საორგანიზაციო კომიტეტს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: student.caucasology@tsu.ge

მონაწილეობის უფლება

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ არა მხოლოდ სამოვე საფეხურის სტუდენტებს, არამედ იმ პირებსაც, ვისაც უკვე აქვთ მოპოვებული ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი.

პრეზენტაცია

კონფერენციის ბრენდირებული სლაიდშოუს შაბლონის მისაღებად დაუკავშირდით საორგანიზაციო კომიტეტს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: student.caucasology@tsu.ge

რეკომენდაციები მასალების მოსამზადებლად

რეკომენდაციები განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, რომლებიც პირველად იღებენ მონაწილეობას სამეცნიერო კონფერენციაში

ლიტერატურა უნდა მიეთითოს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, რედაქციის მიერ შემოთავაზებული სტილით (იხ. მიმაგრებული ფაილი). დამოწმების აუცილებლობა ავტორებმა უნდა შეათანხმონ რედაქციასთან ელექტრონული ფოსტის მისამართით: student.caucasology@tsu.ge

სტუდენტთა III კავკასიოლოგიური კონფერენცია

27-28 მაისი, 2024 წ.

სტუდენტთა II კავკასიოლოგიური კონფერენცია

27-28 მაისი, 2023 წ.

სტუდენტთა I კავკასიოლოგიური კონფერენცია

20-21 ივნისი, 2022

იდეის ავტორი,
საორგანიზაციო კომიტეტის წევრი

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორი და ხელმძღვანელი. თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი და ხელმძღვანელი

სარედაქციო კომიტეტის წევრი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის სწავლული მდივანი და მოწვეული ლექტორი. უფროსი სპეციალისტი.

სარედაქციო კომიტეტის წევრი

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის პროგრამის დოქტორანტი (სპეციალობა: იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება). ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი.

სარედაქციო კომიტეტის წევრი

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის პროგრამის დოქტორანტი (სპეციალობა: კავკასიის ისტორია). არის თსუ კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი და ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის კოორდინატორი.

ძირითადი ორგანიზატორი

კავკასიოლოგიის ბაკალავრი (2022). სამეცნიერო ინტერესის სფეროები: ხუნძური ენა, ქართული და ქართველური ენები, იბერიულ-კავასიურ ენათა სწავლების მეთოდოლოგია, ევროპის იბერიული ენები. სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს ორგანიზაციებში: „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი — კავკასიური სახლი“, ჩერქეზული (ადიღური) კულტურის ცენტრი. არის თსუ კავკასიოლოგიური საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.

საორგანიზაციო კომიტეტის წევრი

კავკასიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი. სამეცნიერო ინტერესის სფეროები: აღმოსავლეთი კავკასიის (დაღესტნისა და აზერბაიჯანის) ისტორია შუა საუკუნეებიდან დღემდე; ქართველური და ხუნძურ-ანდიურ-დიდოური ენების ისტორიულ-შედარებითი შესწავლა; ტოპონიმიკის შესწავლა; ხუნძური ენის აჯამური ანბანით შესრულებული ტექსტების შესწავლა. არის თსუ კავკასიოლოგიური საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.

საორგანიზაციო კომიტეტის წევრი

კავკასიოლოგიის ბაკალავრი (2024). სამეცნიერო ინტერესის სფეროები: თურქეთის, ჩინეთისა და ირანის საგარეო პოლიტიკა კავკასიის ქვეყნების მიმართ 1991 წლიდან დღემდე, კავკასიის ქვეყნების ურთიერთობების შესწავლა. ამჟამად დასაქმებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის თსუ კავკასიოლოგიური საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.

საორგანიზაციო კომიტეტის წევრი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი. არის თსუ კავკასიოლოგიური საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.

საორგანიზაციო კომიტეტის წევრი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი. არის თსუ კავკასიოლოგიური საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.

ka_GEGeorgian