კავკასიის ხალხთა ისტორიის კათედრა (1992-2006)

ქართველური ენებისა და საქართველოს ისტორიის სრულფასოვანი კვლევა შეუძლებელია კავკასიის ხალხთა ისტორიის მონაცემთა გათვალისწინების გარეშე. ამიტომაც იყო, რომ ივანე ჯავახიშვილმა ერთგვარი “ანდერძიც” კი დაუტოვა თანამემამულეებს: “ყოველი განათლებული ქართველი ვალდებულია ისევე შეიწავლოს და იცოდეს ამ ხალხთა ენა და ისტორია, როგორც საკუთარი ერისა და ქვეყნისა”.

ივანე ჯავახიშვილის ამ ცნობილ პოსტულატს ემყარება აკადემიკოსის მთელი სამეცნიერო მოღვაწეობა. მისი ფუნდამენტური შრომები საეტაპო მნიშვნელობისაა საქართველოში კავკასიის ხალხთა ისტორიის შესწავლის საქმეში.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტში კავკასიის ხალხთა ისტორიის კათედრა, როგორც დამოუკიდებელი უჯრედი, 1992 წელს დაარსდა ისტორიის ფაკულტეტის ბაზაზე. მისი დამფუძნებელი გახლდათ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ (ზანდი) ბოცვაძე, რომელიც გარდაცვალებამდე, 1996 წლამდე, იყო კავკასიის ხალხთა ისტორიის კათედრის გამგე (ნეკროლოგები იხ.: გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”, №82 (2195), 30 აპრილი 1996, გვ. 4; გაზეთი “კავკასიონი”, №72 (366), 27 აპრილი 1996, გვ. 8).

კავკასიის ხალხთა ისტორიის კათედრაზე დაცული დისერტაციები (1996-2006):

მელაძე ოლეგი, ვაინახებისა და ქართველების კულტურულ-ისტორიული ურთიერთობის პრობლემები (ანტიკური ხანა – XIX ს. დასაწყისი), ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია, ხელმძღვანელი: პროფ. ჯონი კვიციანი, თბილისი, 2000 წ., 133 გვ.

ka_GEGeorgian