2024 წლის 21 თებერვალს, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ინიციატივით და საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს მხარდაჭერით, მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე ჯილდოები გადაეცა საქართველოში მცხოვრები ეთნოსების გამორჩეულ წარმომადგენლებს, ვინც დიდი წვლილი შეიტანეს სამოქალაქო ინტეგრაციაში.
პანკისის ხეობიდან დააჯილდოვეს თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი როსტომ ფარეულიძე, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩეჩნური ენის სამეცნიერო შესწავლაში.

