საინფორმაციო წერილი — კავკასიოლოგთა III საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი გაცნობებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კავკასიოლოგთა III საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი, რომელიც ჩატარდება თბილისში 2026 წლის 19-21 ოქტომბერს.

კონგრესის მიზანია, კომპლექსურად წარმოადგინოს კავკასიის ლინგვისტური, ანთროპოლოგიური, კულტურულ-ისტორიული პორტრეტი არქაული პერიოდებიდან თანამედროვე ვითარებამდე, ამიტომ სამეცნიერო ფორუმი იმუშავებს შემდეგი მიმართულებებით:

• იბერიულ-კავკასიურ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის აქტუალური საკითხები. ისტორიულ-შედარებითი, აღწერითი და არეალურ-ტიპოლოგიური კვლევები;
• კავკასიის ანთროპოლოგია;
• კავკასიის ისტორია და წყაროთმცოდნეობა;
• ისტორიული გეოგრაფიისა და დემოგრაფიის საკითხები;
• კავკასიის პალეოგრაფია;
• ქართულ-კავკასიურ ურთიერთობათა ისტორიულ-ფილოლოგიური ასპექტები;
• ლიტერატურათმცოდნეობა და ლიტერატურის ისტორია;
• კავკასიის არქეოლოგიური კულტურები;
• კულტურის ისტორია;
• კავკასიის ხელოვნებათმცოდნეობა და ხელოვნების ისტორია;
• კავკასიის ჰერალდიკა და ნუმიზმატიკა.

ყოველ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება, სურვილისამებრ, შექმნას საავტორო პანელი.

ლიცენზირებული უნივერსიტეტების ხელმძღვანელთა საყურადღებოდ: ვინაიდან იმუშავებს სტუდენტთა სპეციალური სექცია, გთხოვთ, გააცნოთ საინფორმაციო წერილი სტუდენტებს (ბაკალავრი მესამე კურსიდან და ზემოთ, მაგისტრი/მაგისტრანტი, დოქტორანტი), რომლებიც უფლებამოსილნი არიან, წარდგნენ კონგრესის წინაშე მომხსენებელთა სტატუსით.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური და რუსული.

მასალები მიიღება 2026 წლის 30 ივნისამდე.

ტექნიკური მოთხოვნები:

• ფაილის რედაქტორი — MS Word;
• ფაილის სათაურის ფორმატი — გვარი_სახელი.doc(x)
• გვერდის ზომა — A4;
• შრიფტი ძირითადი ტექსტისათვის — Sylfaen
• შრიფტის ზომა — 11, ხაზებს შორის ინტერვალი — 1.15;
• შრიფტი საენათმეცნიერო ტრანსკრიფციისათვის — ICL_Symbol (ისეთი სიმბოლოებისთვის, რომლებიც შეიძლება არ აღმოჩნდეს ამ შრიფტში, გთხოვთ გამოიყენოთ TITUS Bitstream Unicode ან გამოგვიგზავნოთ თქვენ მიერ შერჩეული შრიფტის TrueType ან OpenType ფორმატის ფაილი);
• ტექსტის მოცულობა — მაქს. 1000 სიტყვა.
• მასალები მიიღება მხოლოდ ელექტრონული სახით მისამართზე: congress.caucasology@tsu.ge

სარეგისტრაციო ფორმა იხ. ბმულზე: https://forms.gle/1NhNW4hLPLGNBVun8

კონგრესის ჩატარების ფორმატი — ჰიბრიდული.

აუცილებელი განმარტება: ავტორი, რომელიც არ წარმოადგენს მოხსენებას/პრეზენტაციას მის მიერ არჩეული ფორმატით, ვერ მიიღებს მონაწილის სერთიფიკატს და, შესაბამისად, მასალებიც არ გამოქვეყნდება.

პატივისცემით
კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტი

ka_GEGeorgian