2024 წლის 14 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში (თსუ I კორპუსი) ჩატარდა ჩერქეზული ენისა და დამწერლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი, თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტი და თსუ კავკასიოლოგიური საზოგადოება.
დაინტერესებულ პირებთან ერთად, ღირსშესანიშნავ დღეს დაესწრნენ მოწვეული სტუმრები ჩერქეზეთიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები.















