2013 წლის 23-26 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიოლოგთა III საერთაშორისო კონგრესი “მულტიკულტურიზმი და ტოლერანტობა კავკასიაში” ჩატარდა, რომელშიც 15 ქვეყნის 200-ზე მეტი მეცნიერი მონაწილეობდა.
კონგრესის მიზანია:
- კავკასიის, როგორც მულტიკულტურალიზმის თვალსაზრისით განსაკუთრებული რეგიონის, შესახებ არსებული ცოდნის გაღრმავება და სამეცნიერო დისკუსიის მოწყობა;
- რეგიონში ამ მიმართულებით მოღვაწე მკვლევართა ინტეგრაცია;
- კავკასიოლოგიის საკითხებთან დაკავშირებული სამეცნიერო პრობლემატიკის გამოკვეთა;
- პრობლემათა მეცნიერული საფუძვლების განხილვა და მათი გადაჭრის გზების დასახვა;
- ხელი შეუწყოს კავკასიელ ხალხებს შორის გარკვეული მიზეზების გამო გაჩენილი გაუცხოების გადალახვას, ახლახან აღდგენილი სამეცნიერო ურთიერთობების გაღრმავებას, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, საერთაშორისო კავკასიოლოგიური სამეცნიერო ცენტრებისა და კავკასიის შემსწავლელი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგების ინტეგრირებას, მეცნიერთა დაახლოებას, მშვიდობის დამყარებას კავკასიაში.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტი და თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
კავკასიოლოგთა III საერთაშორისო კონგრესი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2013 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსის გამარჯვებულ პროექტთა შორისაა.
