ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ინიციატივით 2012 წლის 5 ივნისს, 17:00 საათზე ამავე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში იმართება კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება “კავკასიური საღამო”.
აღნიშნული საღამო უკვე მეორედ ტარდება და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს მშვიდობიანი და მეგობრული კავკასიის იდეის განმტკიცება.
მნიშვნელოვანია ის, რომ კავკასიის ისტორიის მანძილზე აქ მცხოვრებ ეთნოსებს შორის დაპირისპირებების მიუხედავად, სწორედ ამ საღამოზე ერთ სცენაზე იდგებიან ამ ხალხების წარმომადგენლები და წარმოაჩენენ საკუთარ კულტურას, რომელიც ჰარმონიულ თანხვედრაშია მთლიანად კავკასიასთან.
