თსუ კავკასიოლოგიური საზოგადოება თვითმმართველი კულტურულ-შემეცნებითი ორგანიზაციაა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე არსებობს. საზოგადოება დაფუძნდა 2024 წლის 7 მარტს. ორგანიზაცია აერთიანებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
თსუ კავკასიოლოგიური საზოგადოების ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა კავკასიის რეგიონის კულტურული, ეთნოლოგიური, ფოლკლორული, ისტორიული და ლინგვისტური მრავალფეროვნებისაკენ. აქედან გამომდინარე, ჩვენი პრიორიტეტია ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო საშუალებების შექმნა, მათ შორის ინტერნეტსივრცეშიც.
საზოგადოების გვერდი განახლებადი პლატფორმაა. აქ განთავსებული ინფორმაცია წარმოადგენს ჩვენი საქმიანობის საჯარო ანგარიშს.
სამუშაო მიმართულებები
- სტუდენტების ინფორმირება საუნივერსიტეტო და კონკრეტულად კავკასიოლოგიური აქტივობების შესახებ;
- კულტურული ღონისძიებები;
- შეხვედრები მკვლევრებთან;
- პრეზენტაციები;
- სტაჟიორთა და მოხალისეთა პროგრამები;
- საორგანიზაციო და საგამომცემლო საქმიანობაში ჩართვა;
- პრაქტიკული კონფერენციები;
- ახალი ტექნოლოგიები ჰუმანიტარულ დარგებში;
- სტუდენტების დაინტერსება საზღვარგარეთ;
- ვიზიტები კვლევით ცენტრებსა და მუზეუმებში;
- კურსდამთავრებულთა პანელი;
- ჯგუფები: საჯარო გამოსვლის, კითხვის, ხელოვნების.
სტრუქტურა
თსუ კავკასიოლოგიური საზოგადოების სტრუქტურა განსაზღვრულია შემდეგნაირად:
ა. საკოორდინაციო ჯგუფი (ჯგუფის ბირთვი)
მოვალეობები:
- საზოგადოების შეკრებების ორგანიზება;
- საზოგადოების აქტივობათა ორგანიზება;
- წევრების ინიციატივების განხილვა;
- ფინანსების მართვა და მოპოვება;
- მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა.
ბ. ადმინისტრაცია
ბ.1. მდივანი
მოვალეობები:
- მიმოწერების წარმოება ელ. ფოსტით;
- დოკუმენტაციისა და არქივის მოწესრიგება;
- წევრების რეგულარული ინფორმირება.
ბ.2. საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფი
მოვალეობები:
- ინტერნეტგვერდების მართვა;
- საზოგადოების საქმიანობაზე ინტერნეტში ინფორმაციის გავრცელება.
გ. წევრები
მოვალეობები:
- აქტივობების განხორციელება;
- ახალი იდეების შეთავაზება საზოგადოებისათვის;
- ახალი წევრების მოზიდვა.
წევრები
საკოორდინაციო ჯგუფი
- ელგუჯა ცინცაძე;
- ქეთევან საყევარაშვილი;
- ირაკლი ნარსავიძე;
- მაგდალენა გაჩეჩილაძე;
- ალექსანდრე ლაბარტყავა;
- თამთა ღვინაშვილი;
- თამარ აბრამიშვილი.
Контакт
საკონტაქტო პირი:
ქეთევან საყევარაშვილი
+995 599 700 317
Новости
2024-05-15
თსუ კავკასიოლოგიური საზოგადოების თანაორგანიზებით სტუდენტთა კავკასიოლოგიური კონფერენცია გაიმართა
2024-03-14
თსუ კავკასიოლოგიური საზოგადოების თანამონაწილეობით უნივერსიტეტში ჩერქეზული ენის დღე აღინიშნა
2024-03-07
დაფუძნდა თსუ კავკასიოლოგიური საზოგადოება
