თსუ კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კავკასიურ ენათა კათედრისა და კავკასიის ხალხთა ისტორიის კათედრების შერწყმის საფუძველზე 2006 წელს დაარსდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი.

ინსტიტუტის საქმიანობა მრავალფეროვანია: პერიოდულად იმართება კონფერენციები, ღონისძიებები და სემინარები, მზადდება და გამოიცემა სამეცნიერო შრომები, ხორციელდება კვლევითი პროექტები, ფუნქციონირებს მდიდარი ბიბლიოთეკა.

თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტი ახორციელებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. სწავლება მიმდინარეობს ქართულ და რუსულ სექტორებზე. შეისწავლება: იბერიულ-კავკასიური (მათ შორის ქართველური) ენები, ოსური და აზერბაიჯანული ენები; კავკასიის ხალხთა ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, კულტურა, ანთროპოლოგია… ისტორიკოს-კავკასიოლოგის მომზადებაში მნიშვნელოვანი საფეხურია ერთ-ერთი კავკასიური ენის (არჩევით) საფუძვლიანი შესწავლა.

თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტი ამ მიმართულებით მომუშავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა შორის ერთადერთია მსოფლიოში, სადაც ასე კომპლექსურად და ფართოდ მიმდინარეობს კავკასიოლოგიური საკითხების დამუშავება და სწავლება.

2006-2021 წლებში ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა პროფ. ცირა ბარამიძე. 2021 წლიდან კი კავკასიოლოგიის ინსტიტუტს უძღვება პროფ. მერაბ ჩუხუა.


დიანა კაკაშვილი, სიტყვაწარმოება წოვათუშურ ენაში, 2025 წ.



ალექსანდრე კვახაძე, საერთოაფხაზურ-ადიღური ფონოლოგიური სისტემა, 2019 წ.


ლეილა ავიძბა, ადამიანის ანატომია-ფიზიოლოგიასთან დაკავშირებული ლექსიკა აფხაზურ ენაში, 2012 წ.


ru_RURussian