2024 წლის 10 დეკემბერს სსიპ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდა კავკასიოლოგთა I სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს თსუ კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის:
დოქტორანტებმა:
გიორგი ომსარაშვილმა (“პოსტკოლონიური თეორიის გამოყენების შესაძლებლობა კავკასიაში ისლამური წინააღმდეგობების მოძრაობათა კვლევაში”);
მარიამ ბეჟიტაშვილმა (“ცნობა ახალგამოლენილი წყაროების/მასალების შესახებ: კვლევითი პროექტის “საქართველოს ინგუშოლოგიური კორპუსი” შუალედური ანგარიში”);
გიორგი გაფრინდაშვილმა (“ერთიანი კავკასიის იდეა საქართველოს პირველი პრეზიდენტის მმართველობის პერიოდში”, ხელმძღვანელი ასოც. პროფ. ჯონი კვიციანი);
სტუდენტებმა:
ალექსანდრე ლაბარტყავამ (მოხსენებით “აფხაზური თეონომის – ქიაჩ-ნიხას რაობისთვის”, ხელმძღვანელი ისტ. მეცნ. დოქტ. ნუგზარ ანთელავა);
ელგუჯა ცინცაძემ (“აფხაზეთის კონფლიქტის ისტორიული და გეოპოლიტიკური ანალიზი: მიზეზები და გადაწყვეტის გზები”);
ლუკა ქაჯაიამ (“ქართველური კულტურული და გენეტიკური გავლენა აფხაზი ერის ეთნოგენეზზე”);
ბაკალავრებმა:
ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის სპეციალისტმა ქეთევან საყევარაშვილმა (ანტონ შიფნერის “ცდა ხუნძურის შესახებ” წინასწარი ცნობები ახალგამოვლენილ ქართულ თარგმანზე”, ხელმძღვანელი ასოც. პროფ. რევაზ აბაშია);
ეკატერინე მებაღიშვილმა (“ქართულ-ჩინური ურთიერთობები პოსტსაბჭოურ პერიოდში (XX საუკუნის ბოლო – XXI საუკუნის დასაწყისი)”, ხელმძღვანელი დოქტრორანტი თეა გიგიტაშვილი).
კონფერენციის მიზანია სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში დამწყებ კავკასიოლოგთა ჩართულობის უზრუნველყოფა, ასევე ახალგაზრდა მკვლევართა შორის თანამშრომლობის კულტურის დანერგვა და ხელშეწყობა.
მისასალმებელი სიტყვით ღონისძიება გახსნა ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დირექტორმა, თსუ კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის მოწვეულმა ლექტორმა ნუგზარ ანთელავამ. მასთან ერთად კონფერენციას ხელმძღვანელობდა ცენტრის კოორდინატორი, თსუ კავკასიის ისტორიის პროგრამის დოქტორანტი და კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი ბერდია მარსაგიშვილი.
წაკითხულმა მოხსენებებმა აუდიტორიის დადებითი შეფასება დაიმსახურა.
პროგრამა და მასალები იხ. კონფერენციის ვებგვერდზე: circassiancenterconference.org
წყარო: circassiancenter.org












